სოსო ბლიაძის ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება
სოსო ბლიაძის ფილმის “ოთარის სიკვდილი” მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
ფილმი წარმოდგენილია საკონკურსო სექციაში THE EAST OF THE WEST.
“ოთარის სიკვდილი” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. იგი საქართველო – გერმანია – ლიეტუვას კინოპროდუქციაა.