ლებაისკარი – შუასაუკუნეების ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ – ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე – სახლის ერთ – ერთი ნიმუშია. მდებარეობს სოფელ ლებაისკართან (პირიქითა ხევსურეთი), შატილის გზაზე.
ლებაისკარი ხუთსართულიანი კოშკია, რომლის სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდებიან გადასატანი ხის კიბეებით. საქონლისათვის გამოყოფილია ქვედა სართული (გომური). ზემოთ, კედლის შუა ადგილზე, კოშკს ოთხივე მხარეს პატარა აივნის მსგავსი თითო სალოდე აქვს. უკანასკნელი სართული შიგნიდან გადახურულია შეკრული კამარით, გარედან – პირამიდისებრი საფეხურებიანი სახურავით.