ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები ცნობილია
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა. ჟიურიმ 260 წიგნი განიხილა და წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი
- საუკეთესო პოეტური კრებული
- საუკეთესო პროზაული კრებული
- საუკეთესო პიესა
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
- ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო რომანი:
- თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ეკატერინე ტოგონიძე, „შინ-შენ“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი)
- შოთა იათაშვილი, „დამწყები“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)
- თეა თოფურია, „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“ (saba.com.ge)
- ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ (ინტელექტი)
- ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ (ინტელექტი)
- ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ (ინტელექტი)
- ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ (ინტელექტი)
- გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- ალეკო შუღლაძე, „ლაბირინთი მანუელისთვის“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პიესა:
- ლაშა ბუღაძე, „ანტიმედეა“ (არტანუჯი)
- პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი)
- გიორგი კაკაბაძე, „რისი თქმაც მინდა!“ (პეგასი)
- ლევან ბრეგაძე, „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)
- ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)
- კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L)
- ნათია აბრამიშვილი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“ (დიოგენე)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- არჩილ ქიქოძე, „ნორვეგიული დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)
- გიგი ხორნაული, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ (მწიგნობარი)
- გიორგი ლობჟანიძე, „ჩემი ფანჯრებიდან“ (არტანუჯი)
- გელა ჩარკვიანი, “ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (არტანუჯი)
- ხასო ხანგოშვილი, „ქისტები (100 ამბავი)“ (არტანუჯი)
წყარო: ლიტერატურული კონკურსი „საბა“