სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთი ლიცენზია ქართველმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ მოიპოვა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მხატვრულ ტანვარჯიშში სულ 26 გოგონა მიიღებს მონაწილებას, ფაჟავას მასპინძლის კვოტა ერგო წილად, რადგანაც იაპონელებს ორი ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის შედეგებით უკვე ჰქონდათ მოპოვებული, ამდენად ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მათი კუთვნილი კიდევ ერთი ადგილი თავად განკარგა და ის ქართველ სპორტსმენს მისცა.
დღეისათვის, საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში უკვე 32 წევრია.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.