ინფოტური ღვინის ტურიზმის მხარდასაჭერად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მეღვინეების ასოციაცია Wine Club-თან ერთად იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ტუროპერატორებისათვის ინფოტური გამართა.
ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საოჯახო მარნებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ საოჯახო ბიზნესსა და მათ პროდუქტებს.
ტურის მიზანი მარნების პოპულარიზაცია, ტურ-ოპერატორებისათვის ახალი ტურისტული ობიექტების ადგილზე შესწავლა და მარნების გასტრო და ღვინის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვაა.
USAID- მა რეგიონებში მარნებს საქმიანობის განახლების პროცესში ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა.
„ახლა ჩვენ ჭრებალოში ვართ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ჩვენ ვეწვიეთ მეღვინეების ოჯახს, რომელსაც USAID-მ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.
ეს არის იმ პარტნიორობის ნაწილი, რომელსაც USAID- ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ერთ ახორციელებს, რათა საქართველოს რეგიონებში კულტურული ტურიზმი განვითარდეს. ჩვენი მიზანი მდგრადი კულტურული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაა, რომელიც საქართველოს უნიკალურ კულტურას როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტებს გააცნობს. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში, საერთაშორისო არეალზე კონკურენტურიანობის გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს რეგიონებშიგანაცხადა.“ – USAID-ის სტრატეგიისა და პროგრამების ოფისის უფროსი მრჩეველი ჯოზეფ ლარსენმა.