სამმა მოჭადრაკემ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

საქართველოს ჭადრაკის 78-ე ჩემპიონატი ქალთა შორის დასრულდა.

ბელა ხოტენაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში. ბელამ, პირველად 2012 წელს გაიმარჯვა ქვეყნის ჩემპიონატზე, ხოლო შემდეგ 2017 წელს გაიმეორა მიღწევა.

ჩემპიონმა რვა პარტიაში ხუთი გამარჯვება მოიპოვა და   მხოლოდ სამი შეხვედრა დაასრულა ყაიმით.

საქართველოს ვიცეჩემპიონი მერი არაბიძე გახდა, ბრინჯაოს პრიზიორი კი – ნინო ბაციაშვილი.

სამივე მოჭადრაკემ მოიპოვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება, რომელიც რუმინეთში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები