“ჩვენ მართლაც გმირები ვყოფილვართ”

– სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტის, ხატია მეშველიანის წერილი: 

“ჩემო ემიგრანტო დედებო და მეგობრებო. ვისაც ჩემსავით მოგიწიათ შვილების დატოვება. ვინც ჩემსავით დილას მესენჯერით იწყებთ და საღამოს მესენჯერით შვილებთან ლაპარაკში იძინებთ. ვინც თქვენი შვილების წლების მატებას ეკრანიდან უყურებთ.

ხუთი წლის მანძილზე არ მახსენდება არცერთი დღე რომ ჩემი შვილები არ დამენახა ოკეანის მეორე მხრიდან, ყველა დეტალი ჩვენთან, მშობლებთან შეთანხმებით ხდებოდა. ვხედავდი როგორ იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ მაგრამ არა, თურმე ეკრანი მხოლოდ მატყუებდა. ვიტყუებდი თავს.

წარმოუდგენელი შოკის მომცემი რეალობა დამხვდა. ჩემი პატარა ,,ბაბი გაბი” კიარა, სულ სხვა ბარბარე და გაბრიელი დამხვდა აეროპორტში, თითქოს უცხოობა შევატყვე ბავშვებს მორიდებულად შემხვდნენ.

წასვლისას ბავშვებს პირობა მივეცი უცრემლოდ მივდივარ და ასე დავბუნდებითქო.

კი! დაბრუნებამდე პირობა შევასრულე და მიკვირდა კიდეც ჩემი თავის. თუმცა, ორი დღეა თავს ვერ ვერევი. ემოციებს ვერ ვთოკავ, ახლაც იგივე მჭირს. ორივეს სძინავთ მათ სუნთქვას ყურთან ახლოს,ძალიან ახლოდან ბოლომდე ვისმენ და შევიგრძნობ. განა ამას რაიმე შეედრება? —არა, არაფერი

რა სამწუხაროა, როცა მშობლებს, განსაკუთრებით დედებს ამის დათმობა გვიწევს. ისევ ამათთვის, ისევ ამათთვის გვჭირდება ჩვენი გულები ქვად ან რკინად გადავაქციოთ და ყველა სირთულეს გავუძლოთ. ახლა ნამდვილად ვაღიარებ ყველა ემიგრანტ დედას გმირებად, ჩვენ მართლაც გმირები ვყოფილვართ.

ჩემო ემიგრანტო დედებო, მეგობრებო, ვინც ჯერ კიდევ ჩემსავით ელოდებით ამ დღეს, ამ ბედნიერ შეხვედრის წუთებს. გისურვებთ სულ მალე გეცინოთ და გეტიროთ ასეთი ბედნიერი და ასეთი ემოციური ცრემლებით”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები