მილანში ქართული პურის საცხობი, „Tone“ გაიხსნა
იტალიური კვების ინდუსტრიას მილანში ქართული პური და ხაჭაპური დაემატა. იტალიელმა მოგზაურმა, ჯოვანი მარაბეზემ, მილანში ქართული პურის საცხობის გახსნა, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა.
„Tone“-ში, ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული პროდუქტის გარდა, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა მასალით მზადდება, ისლანდიური ტკბილი პური, ალბანური ფოკაჩა და სხვა გემრიელი პროდუქტიც ცხვება.
განათლებით გასტრონომმა, ჯოვანი მარაბეზემ, რომელიც მოგზაურობის დიდი მოყვარულია, უამრავი ქვეყანა მოიარა, განსხვავებული და საინტერესო სამზარეულოს ინტერესით ბევრ ქალაქს ეწვია. საქართველომ, მასში, როგორც ტრადიციული სამზარეულოს ქვეყანამ დიდი მოწონება გამოიწვია.
„Tone“, მილანში, Via Donatello-ს 22 ნომერში მდებარეობს.
წყარო: exclusivetv.ge