აცრილი პირებისთვის გერმანიაში შესვლის შეზღუდვები მსუბუქდება

2021 წლის 25 ივნისიდან სრულად აცრილი პირებისთვის საქართველოდან გერმანიაში შესვლა გარკვეული წინაპირობებით კვლავ შესაძლებელი იქნება. სრულად აცრილ პირებს კვლავ შეეძლებათ გერმანიაში სტუმრად ან ტურისტული მიზნით გამგზავრება.

გერმანიაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილები არიან პაულ ერლიხის სახ. ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ჩამოთვლილი ვაქცინით, თუ ბოლო ვაქცინაციის შემდეგ გასულია მინიმუმ 14 დღე. ამჟამად ეს ეხება ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ დაშვებულ ვაქცინებს. დაგეგმილი შესაბამისი სტანდარტების ვაქცინების დამატება, როგორ კი დასრულდება სავალდებულო კვლევები.

გერმანიაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის ციფრული COVID-სერტიფიკატი ან აცრის შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ციფრული ან ფიზიკური (ქაღალდის) ფორმით წარდგენა გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე.

მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  1. აცრილი პირის პერსონალური მონაცემები (მინიმუმ სახელი, გვარი და დაბადების თარიღი)
  2. აცრის თარიღი, აცრების რაოდენობა
  3. ვაქცინის დასახელება
  4. დაავადების დასახელება, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა აცრა
  5. აცრის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის/დაწესებულების დასახელება და მისამართი და
  6. დადასტურება წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფორმით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან კვალიფიციური ელექტრონული ბეჭდის მეშვეობით აცრის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ

იმ პირების შემთხვევაში, რომლებმაც გადაიტანეს დაავადება, აცრა შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ვაქცინის ერთი დოზისგან. გამოჯანმრთელებული პირების შემთხვევაში სრული ვაქცინაციის დასადასტურებლად ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ პირმა აცრამდე გადაიტანა დაავადება Coronavirus SARS-CoV-2. ამის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს PCR-ტესტის დადებითი პასუხი, რომელიც გაკეთებული უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე და მინიმუმ 28 დღით ადრე. გამოჯანმრთელების საბუთი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე ციფრული ან ფიზიკური (ქაღალდის) ფორმით.

არასრულად აცრილ პირებს საქართველოდან გერმანიაში შესვლა ვიზით ან ვიზის გარეშე კვლავ შეეძლებათ მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობს შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია: გადაწყვეტილებას გერმანიაში შეშვებასთან დაკავშირებით ყველა ცალკეულ შემთხვევაში იღებს გერმანიის ფედერალური პოლიცია გერმანიის საზღვარზე. გერმანიის საელჩოს არ აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის არანაირი შესაძლებლობა. იმ პირებს, რომლებსაც გერმანიაში შესავლისთვის არა აქვთ მნიშვნელოვანი მიზეზი, არამდე მხოლოდ სრულად არიან აცრილები, თან უნდა ჰქონდეთ ამ აცრის დამდასტურებელი საბუთი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოაბრუნებენ გერმანიის საზღვრიდან საკუთარი ხარჯებით.

გერმანიის საელჩოს საკონსულო და სავიზო განყოფილება თბილისში 2020 წლის ივნისიდან კვლავ გაიღო ვიზიტორებისთვის. იმ პირებს, რომლებიც სრულად არიან აცრილნი ან რომლებსაც გერმანიაში გამგზავრება გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მითითებებში აღნიშნული მნიშვნელოვანი მიზეზით სურთ, შეუძლიათ ვიზიტის დაჯავშნა გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდიდან.

გერმანიის მოქალაქეთა განაცხადების პასპორტის აღებასთან დაკავშირებით კვლავ მიიღება (დაჯავშნა ასევე საელჩოს ვებ-გერდიდან).

საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მიღების საათები კვლავ იქნება ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს 14:00-დან 15:00 საათამდე, თუმცა ამჟამად წინასწარ უნდა შეათანხმოთ ვიზიტი. ამისათვის გთხოვთ ტელეფონით დაუკავშირდეთ საკონსულო განყოფილებას (ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 13:00 საათამდე ნომერზე +995 32 243 53 99).

ვიზებთან დაკავშირებული კონსულტაციები ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ვითარებას, რომ კორონა-ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად საელჩო იძულებულია, მიმართოს უსაფრთხოების ღონისძიებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას შეეძლება საკონსულოში შემოსვლა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შეთანხმებული ვიზიტების გარდა ძირითადად შეუძლებელი იქნება სპეციალური ვიზიტების დანიშვნა. ამასთანავე, საკონსულოში შემოსვლა შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც ჯანმრთელია და ატარებს სახის დამცავ აღჭურვილობას (პირბადეს). ადამიანებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს 1,5 მეტრს. შემოსვლისას ასევე განხორციელდება სხეულის ტემპერატურის კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები