„მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ასეთი ძლიერი და განსაკუთრებული ერი…“

ალმუთი გერმანიიდანაა. საქართველოში ერთი წელი ცხოვრობდა და მოხალისედ მუშაობდა უნარშეზღუდულ ბავშვებთან. ამ პერიოდში ძალიან შეიყვარა საქართველო, ისწავლა ქართული და გადაწყვიტა ასე მოფერებოდა ქართველებს. უცვლელად გთავაზობთ პოსტს, რომელიც მან ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia გამოაქვეყნა.

„მოგესალმებით ქართველებო!

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რადგან შეცდომით ვწერ (უცხოელი ვარ). გულს მტკენს, რომ ამ დროს კიდევ ძნელ პერიოდში ხართ 😕 .. სულ ვნერვიულობ ჩემს ქართველებ მეგობრებზე და საერთოდ მთლიან ქვეყანაზე. ამიტომ მინდა ამ პოსტით ჩემი განსაკუთრებული გამოცდილება, რაც საქართველოში შევაგროვე, მოგიყვებოთ და გაგიზიაროთ. გთხოვთ წაიკითხეთ ბოლომდე.

გერმანელი ვარ და ერთი წლით საქართველოში ვცხოვრობდი და მოხალისად უნარშეზღუდულ ბავშვებს ვეხმარებოდი. ენა ჩემით ვისწავლე და რამდენიმე გამოცდილება შევაგროვე თქვენ უდიდეს კულტურაზე და ტრადიციებზე. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ძალიან ძალიან გიყვართ თქვენი სამშობლო და ამაყობთ თქვენი კულტურით და ისტორითი. ყველგან ვგრძნობდი სიამაყეს და ერთიანობას. მზად ხართ თავის გასაწირად თქვენი ქვეყანისთვის. როგორც აჩვენეთ ამ კამპანიაში “Spend your Summer in Georgia”, საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდი პოტენციალი აქვს! სულ გული მითბება როცა ვხედავ, რომ ცოტანი ხართ და მაინც ძლიერი ხართ, იბრძვით, ეროვნული ღირსება გაქვთ და მინდა გითხრათ არასოდეს დაანებოთ თავი! ვამაყობ და მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ასეთი ძლიერი განსაკუთრებული ერი და გულით გისურვებთ, რომ ამ მძიმე დღეების შემდეგ საქართველო ისევ ნათელი დღეები ქონდეს. მადლობა ყურადღებისათვის!

თქვენი გერმანელი მეგობარი“ – წერს ალმუთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები