დიდი ბრიტანეთის გრან პრი ქართველმა პარაძიუდოისტებმა წარმატებით დაიწყეს

2021 წლის 19 ივნისს, დიდ ბრიტანეთში, სტარტი აიღო პარაძიუდოში Warwick Grand Prix 2021 უორიკის 2021 წლის გრან-პრის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

19 ივნისს, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა 60კგ. წონით კატეგორიაში, 73კგ-ში გიორგი ქალდანმა და ბაჩუკი შელიამ იასპარეზეს.

ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

„დიდი ბრიტანეთის გრან პრი ქართველმა პარაძიუდოისტებმა წარმატებით დაიწყეს.

ზურაბ ზურაბიანი (60კგ) და გიორგი ქალდანი (73კგ) ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ!

წინ, ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშებია!“ – ნათქვამია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული  გრან-პრის გათამაშება ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა სალიცენზიო ტურნირია. ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიურპი თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები