ქართველებისთვის დაკარგული შოანას (შუანას) წმინდა გიორგის ეკლესია

შოანას (შუანას) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ყარაჩაი – ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირას, მთა შოანაზე მდებარეობს. ის დაახლოებით, X საუკუნეშია აგებული. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და მისი სიმაღლე 12 მეტრი არის.

შუანა – მომდინარეობს სიტყვა “შუან“-დან რომელიც სვანეთის თვითსახელწოდებაა, ხოლო მუშვან კი სვანის ტაძარი. პირველად არქიტექტურულად აღწერა გერმანელმა მეცნიერმა ჯოსეფ ბერნარდცმა 1829 წელს.

ჯ.ბერნადაცის ჩანახატი
ჯ.ბერნადაცის ჩანახატი

ტერიტორია სადაც მდებარეობს ეკლესია და მისი მიმდებარე მხარეები ოდითგანვე დასახლებული იყო ქართველებით, კერძოდ კი სვანებით. მდინარე ყუბანის, კერძოდ ყარაჩაის მხრით – ლაბგვიარი – ახლანდელი ულუ კამის ხეობა და ყაბარდოს მხრით – თეგენი, XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე – 1834 წლამდე – სვანეთის სამთავროს საკუთრებას წარმოადგენდა, რისთვისაც სვანეთის მთავრები იღებდნენ სათანადო გადასახადს იქ დასახლებული ყაბარდო-ბალყარელებისაგან.

მეათე საუკუნის დასაწყისიდან ეგრის აფხაზეთის მეფეთა გავლენით ალან ოსებში ქრისტიანობა აქტიურად ვრცელდება. გიორგი II და ლეონ III აფხაზთა მეფეების დროს გააქტიურდა ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქართულ ბიზანტიური არქიტექტურა. ასეთი შერწყმის შედეგად საქართველოში აშენდა ისეთი ტაძრები როგორიც იყო მოქვის, ლიხნის, ბიჭვინთის და სხვ. ეკლესიები.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ავარულ ენაზე ქართული ასოებით შესრულებული სხვადასხვა წარწერები. არსებობს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი აფხაზთა მეფე გიორგი მეორის მიმართ.

„შენმა ღვთისმოსავობამ და უმწიკვლო ქცევამ, აღგვიძრა სიყვარული შენდამი, შენი ღვთისმოსავობის საბუთია ღვთისნიერი სწრაფვა, რომელიც გამოიჩინე ალანთა ტომის მიმართ, განანათლე ალანთა მმართველი და ყველა მასთან ერთად ვინც ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა[1].“

გიორგი მეორე პირადად მონაწილეობდა ალანთა მეფისა და მისი ოჯახის მონათვლაში.

1834 წელს ეს ტერიტორია საქართველომ დაკარგა.

შოანას შესახებ წერდა გერმანელი ექიმი და მოგზაური რეინექსი, რომელმაც პირადად მოინახულა ეკლესია, საიდანაც წაიღო ორი წიგნი, ეკლესიაში უნდა ყოფილიყო წიგნთსაცავი, მაგრამ ყველა წიგნი დაკარგულია, გარდა იმ ორი წიგნისა რომელიც რეინექსმა წაიღო გერმანიაში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები