ქართველი სთრონგმენი, კონსტანტინე ჯანაშია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

15 ივნისს, კალიფორნიაში სტარტი აიღო წლის მთავარმა ღონისძიებამ (WSM – World’s Strongest Man) სადაც პლანეტის 25 საუკეთესო “სთრონგმენი” იბრძვის პირველობისათვის, პირველ ეტაპზე ათლეტები 5 ჯგუფად გადანაწილდნენ, სადაც თითოელ ჯგუფში გამარჯვებული ორი საუკეთესო ფინალურ ეტაპზე გააგძელებს ბრძოლას ჩემპიონობისათვის.

“D” ჯგუფში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა მებრძოლმა, რომელმაც ხუთივე მოძრაობაში ჯამში 21 ქულით პირველობა არავის დაუთმო, უკან ჩამოიტოვა ბრიტანელი ბიშოპი (17 ქულა), ამერიკელი პრიტჩეტი (15 ქულა), ბრიტანელი ტერი ჰოლანდსი (7 ქულა) და სამხრე აფრიკელი ვან დერ ლინდე (3 ქულა), აღსანიშვნავია რომ ფინალს მიღმა დარჩა შარშანდელი World’s Strongest Man-ის გამარჯვებული უკრაინელი ალექსეი ნოვიკოვი ვინც “E” ჯგუფში მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა

2 დღიანი შესვენების შემდეგ კი ფინალურ ეტაპზე 10 საუკეთესო სთრნოგმენი პლანეტის უძლიერესი ტიტულისათვის შეერკინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები