ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა
ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ნიდერლანდური თარგმანი გამოიცა. ერთ-ერთი მათგანია ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელის (ნიკო ბურის) მოგონებები „ბურებთან“ (Bij de Boeren), ხოლო მეორე – კონდრატე თათარიშვილის (უიარაღოს) ისტორიული რომანი „მამელუკი“ (Mammeluk).
თარგმანი შესრულებულია ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, არჩილ ჯავახაძის მიერ, რომელსაც უკვე დაწერილი და გადათარგმნილი აქვს ლიტერატურული, ისტორიული და ლექსიკოგრაფიული ნაწარმოებები.
ზემოხსენებული ორი წიგნის პრეზენტაცია ჩატარდება საქართველოს საელჩოში, ქალაქ ჰააგაში, 2 ივლისს, პარასკევს, 18:00 საათზე. პრეზენტაცია ჩატარდება ქართულ და ნიდერლანდურ ენებზე. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება ამ წიგნების შეძენაც.