ქართული ფილმის ტრიუმფი ნიუ-იორკში
ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი):
საუკეთესო ფილმი;
საუკეთესო სცენარი;
საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი
“მეოთხე ბრაიტონი” მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელიც მიფრინავს თბილისიდან ნიუ-იორკში, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს თავის შვილს ბრაიტონიდან და გადაარჩინოს ის ვალისგან.