ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Berlinale Summer Special- ზე – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:

ალექსანდრე კობერიძის მხატვრული ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” (მთავარი კონკურსი) და სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” (სექცია ფორუმი);

მარტში ბერლინალეს კინოჩვენებები ფესტივალზე აკრედიტებული სტუმრებისა და კინოკრიტიკოსებისთვის ონლაინ გაიმართა, საზაფხულო გამოშვების ფარგლებში კი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფესტივალის პროგრამას აუდიტორია ფიზიკურად დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები