ინფორმაცია სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
სლოვაკეთში საქართველოს საელჩო აქვეყნებს ინფორმაციას ახალი რეგულაციების შესახებ სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ.
სამგზავრო შეზღუდვები: საქართველოს მოქალაქეს/მესამე ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან სლოვაკეთში გამგზავრება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ფლობს სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლებას, არის სლოვაკეთის მოქალაქის ან სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის მქონე პირის ოჯახის წევრი (ოჯახის გაერთიანება). ტრანზიტით ქვეყნის გავლა შესაძლებელია ტესტის გარეშე, 8 საათის ვადაში. თვითიზოლაციის ვალდებულებისგან სრულად არიან გათავისუფლებული სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ნებისმიერ პირი, რომელიც შემოდის სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (არა ტრანზიტით ვალდებულია შემოსვლისას ან შემოსვლამდე 2 დღით ადრე დარეგისტრირდეს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk
2021 წლის 31 მაისიდან ქვეყნების დაიყო სამ კატეგორიად:
1) მწვანე ზონის ქვეყნები: ანდორა, ავსტრალია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, ჰონგ კონგი, ხორვატია, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიხტენსტეინი, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მაკაო, უნგრეთი, მალტა, მონაკო, გერმანია, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პოლონეთი, პორტუგალია, ავსტრია, რუმინეთი, სან-მარინო, სინგაპური, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, იტალია, ტაივანი.
ის პირი (მესამე ქვეყნის მოქალაქე/ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე/ევროკავშირის წევრ სახელწიფოში ცხოვრების უფლების მქონე პირი/სლოვაკეთის მოქალაქე/სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლების მქონე პირი), რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მწვანე ზონის ქვეყანაში, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას გადადის თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მთავრდება:
- ნეგატიური PCR ან ანტიგენ ტესტის მიღების შემდგომ, ტესტის ჩატარება შესაძლებელია საზღვრის კვეთიდან პირველ დღეს;
- 14 დღის გასვლის შემდგომ, თუ პირს არ აღენიშნება კორონა ვირუსის სიმპტომები;
- 10 წლამდე ბავშვები, თუ მათ არ აღენიშნებათ სიმპტომები;
თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდება პირი, რომელიც:
- აიცრა მოდერნას ან ფაიზერის (mRNA ტიპის ვაქცინა) ვაქცინით, მეორე დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე;
- აიცრა ვექტორული ტიპის ვაქცინით (ასტრაზენეკა, ჯონსონი, სპუტნიკი, ჩინური ვაქცინა), პირველი დოზის მიღებიდან გასულია 28 დღე;
- ვაქცინის (mRNA ან ვექტორული ტიპის ვაქცინა) პირველი დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე და ვაქცინა გაკეთებული აქვს კოვიდის გადატანიდან 180 დღის განმავლობაში;
- გადაიტანა კოვიდ 19 ბოლო 180 დღის განმავლობაში, რისი დამადასტურებელი საბუთიც აქვს ხელზე;
- არის 18 წლამდე არასრულწლოვანი.
2) წითელი ზონის ქვეყნები: ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსი, ბოსნია ჰერცოგოვინა, ჩერნოგორია, ეგვიპტე, საქართველო, იორდანია, კანადა, ყაზათი, კუბა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლიბანი, მალაიზია, მოლდოვა, მონღოლეთი, პუერტო-რიკო, რუსეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, ტუნისი, თურქმენეთ, უკრაინა, უზბეკეთი.
ის პირი (მესამე ქვეყნის მოქალაქე/ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე/ევროკავშირის წევრ სახელწიფოში ცხოვრების უფლების მქონე პირი/სლოვაკეთის მოქალაქე/სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლების მქონე პირი), რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წითელი ზონის ქვეყანაში, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას გადადის თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მთავრდება:
- ნეგატიური PCR ან ანტიგენ ტესტის მიღების შემდგომ, ტესტის ჩატარება შესაძლებელია საზღვრის კვეთიდან მერვე დღეს;
- 14 დღის გასვლის შემდგომ, თუ პირს არ აღენიშნება კორონა ვირუსის სიმპტომები;
- 10 წლამდე ბავშვები, თუ მათ არ აღენიშნებათ სიმპტომები;
თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდება პირი, რომელიც:
- აიცრა მოდერნას ან ფაიზერის (mRNA ტიპის ვაქცინა) ვაქცინით, მეორე დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე, აიცრა ვექტორული ტიპის ვაქცინით (ასტრაზენეკა, ჯონსონი, სპუტნიკი, ჩინური ვაქცინა), პირველი დოზის მიღებიდან გასულია 28 დღე, ვაქცინის (mRNA ან ვექტორული ტიპის ვაქცინა) პირველი დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე და ვაქცინა გაკეთებული აქვს კოვიდის გადატანიდან 180 დღის განმავლობაში;
- და ამავდროულად აქვს სამსახურებრივი ვალდებულები (დასაქმებულია, ფლობს სამუშაო კონტრაქტს სამუშაო ნებართვას) ე.წ. „წითელი ზონის“ ქვეყნის ტერიტორიაზე, ფლობს სლოვაკეთში მუშაობის დროებით/მუდმივი ცხოვრების ნებართვას ან პირიქით სამსახურეობრივი ვალდებულებები აქვს სლოვაკეთის ტერიტორიაზე და ცხოვრობს ე.წ. „წითელი ზონის“ ქვეყნის ტერიტორიაზე.
3) შავი ზონის ქვეყნები – ყველა ის სახელმწიფო, რომელიც არ არის მწვანე და წითელი ქვეყნების ჩამონათვალში.
ის პირი (მესამე ქვეყნის მოქალაქე/ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე/ევროკავშირის წევრ სახელწიფოში ცხოვრების უფლების მქონე პირი/სლოვაკეთის მოქალაქე/სლოვაკეთში ცხოვრების/მუშაობის უფლების მქონე პირი), რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ისეთი სახელმწიფოში, რომელიც არ მოხვდა მწვანე და/ან წითელი ზონის ქვეყანების ჩამონათვალში, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას გადადის 14 დღიან თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მთავრდება: