საქართველო მეღვინეობის აკვანი“- მინსკმა ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

11 ივნისს, მინსკში, საელჩოს ინიციატივით და თანამედროვე ხელოვნების გალერეის „DK Gallery”-ს თანაორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სხვადასხვა დიდი და მცირე მარნის, 8 დასახელების – ძირითადად ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომელთა ექსპორტი დღეისათვის ბელარუსის ბაზარზე არ ხორციელდება. სემინარისას, მოწვეული სტუმრები გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ყურძნის ჯიშებსა და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს, ასევე, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „Georgia Cradle of Wine”.

მსგავსი ღონისძიება ბელარუსში, საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს და ქვევრში დაყენებული ღვინის ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები