ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონის” პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართება
IndieWire იმ ფილმების სიას აქვეყნებს, რომლებიც ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს!
რჩეულ ფილმებს შორის არის ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “მეოთხე ბრაიტონი”, რომელის მსოფლიო პრემიერა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება 14 ივნისს.
ფესტივალს 20 წელი უსრულდება და ეს იქნება პირველი მასშტაბური ოფლაინღონისძიება შეზღუდვების შემდეგ. ლევანის ფილმი საერთაშორისო ფილმების კონკურსზეა წარმოდგენილი.
“მეოთხე ბრაიტონი” მოგვითხრობს 70 წლის მოჭიდავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელიც მიფრინავს თბილისიდან ნიუ-იორკში, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს თავის შვილს ბრაიტონიდან და გადაარჩინოს ის ვალისგან.