ვიდეობლოგის სტუმარი აშშ-ში, ვირჯინიის შტატში მცხოვრები ხელოვანი თეა ოქროპირიძეა. გაიცანით უფრო ახლოს მისი შემოქმედება და გაიგეთ როგორ იქცა ხელოვანთა ცნობილ ოჯახში გაზრდილი გოგონასთვის გობელენი ცხოვრების მეგზურად და გამორჩეულ ხელოვნებად.
ორიგინალური სტილითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ამერიკელ დამთვალიერებელთა ყურადღების მიღმა არასდროს რჩება… პრესტიჟული გამოფენების ხშირი მონაწილეა და მისი შემოქმედება უცხოური პრესის ინტერესის საგანიც არაერთხელ გამხდარა. თეა ოქროპირიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც მისდევს და გობელენის ქსოვას ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ არტ-სკოლებში ასწავლის. მეუღლესთან მოქანდაკე გია ტყაბლაძესთან ერთად, საკუთარ სახელოსნოში ხშირად აწყობს ღონისძიებებს და მასპინძლობს სტუმრებს. მათი უფროსი ქალიშვილიც მინანქრითაა გატაცებული. მისი ნამუშევრები მნახველებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
თეას სამომავლო გეგმებში საქართველოში გამოფენის მოწყობაც შედის.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"