ნათელა გრიგალაშვილი ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის 2021 წლის ფესტივალის ჟიურის წევრია

ნათელა  გრიგალაშვილი ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის 2021 წლის ფესტივალის ჟიურის წევრი გახდა, ის შეუერთდა გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

ნათელა  გრიგალაშვილი არის დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, რომელიც ადრე ფოტორეპორტიორად და კინოოპერატორად მუშაობდა. თავისი კარიერის დასაწყისში ის შავ – თეთრ ფირზე იღებდა ფოტოებს, მაგრამ უკვე ათ წელზე მეტია ციფრული ფოტოაპარატით მუშაობს. ის ძირითადად გრძელვადიანი პროექტებით არის დაკავებული, იღებს რეგიონებში და ფირზე ასახავს პროვინციაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებსა და ცხოვრებასა და ასევე ფოტოგრაფიით გადმოცემს ისტორიას.

მისი ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.

ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალი 2017 წელს დაარსდა და ის დიდი ბრიტანეთის ფოტოგრაფიის ერთ – ერთი დიდი ფესტივალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები