26-წლიანი გამოცდილება – სამშენებლო კომპანია R&R Group თქვენს სამსახურში

სამშენებლო კომპანია „R&R Group“-ს საქართველოს ბაზარზე 26-წლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიას ნებისმიერი დამკვეთის ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლია, თუმცა გზა, რომელიც აქამდე მოსასვლელად გაიარა, ბუნებრივია, გამოწვევებითა და სიახლეებით იყო სავსე. ყველაფერი 1995 წლის 2 ოქტომბერს კომერციული ობიექტის, კერძოდ კი, რესტორნის მშენებლობით დაიწყო. ამ თარიღზე, ალბათ, ბევრს სხვა, ძალიან ცნობილი ფაქტი გაგახსენდებათ. დიახ, სწორედ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ახალი ქართული ეროვნული ვალუტა ლარი. ასე რომ, ლარმა და „R&R Group“-მა, უფრო სწორად, „დიდგორმა“, როგორც მაშინ კომპანიას ერქვა, საკუთარი ისტორიის შექმნა ერთად დაიწყეს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას იმედი მხოლოდ ლარმა გაუცრუა. „R&R Group“-მა სახელის შენარჩუნება შეძლო. 26 წლის მანძილზე, კომპანიის ერთი საქმეც არ აღმოჩენილა სასამართლოში და მათი საქმიანობით, 1 მობინადრეც არასდროს დაზარალებულა. ეს ის ერთ-ერთი მიზეზია, რაც რამაზ გაგნიძისა და რამაზ ნოზაძის მიერ დაარსებულ კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.

(რამაზ გაგნიძე) – როცა ჩვენს კომპანიას „დიდგორი“ ერქვა, 1, 2 ან 3-სართულიანი ობიექტების მშენებლობით შემოვიფარგლებოდით. შემდეგ მშენებლობა გავაფართოვეთ, 2004 წელს კომპანიის ბაზაზე ამხანაგობა „დიდგორი“ დავაფუძნეთ და დიღომში 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დავიწყეთ. ამ პროექტმა უნიკალური გამოცდილება შეგვძინა. ეს ის პერიოდია, როცა თბილისში სულ რამდენიმე კორპუსში შენდებოდა. შემდეგ კერძო სახლების მშენელებლობასაც მივყავით ხელი თანდათან მრავალფუნქციურ კომპანიად ჩამოვყალიბდით, რომელსაც ყველანაირი ობიექტის აშენება შეეძლო. შემდეგ ბაკურიანსა და კვარიათში მიწა შევიძინეთ. კვარიათში ჩვენი მიწა იდეალურ ადგილას, სანაპირო ზოლიდან 50 მეტრში მდებარეობს. ამ ტერიტორიისთვის ახლა მზადდება პროექტი და 10-სართულიანი სასტუმროს ტიპის კორპუსის აშენებას ვგეგმავთ, სადაც 24-დან 40 კვ.მ-მდე ფართის მქონე აპარტამენტები იქნება განთავსებული. რაც შეეხება ბაკურიანს, ჩვენი მიწა აქაც საუკეთესო ადგილას მდებარეობს, კოსტავას ქუჩაზე, ე.წ. 25-იანებთან. აქ შარშან ავაშენეთ კომერციული ფართი და 4 ორსართულიანი საკუთარი სახლი, ე.წ. კოტეჯი. ახლა მათ რეალიზებას ვახდენთ.

-ბატონო რამაზ, რა მდგომარეობაში აბარებთ ბინებს?

-ჩვენ შეგვიძლია, კლიენტს სამი ვარიანტი შევთავაზოთ: კარკასული მდგომარეობა, შავი კარკასი და თეთრი კარკასი. ძირითადად, ეს სამი შეთავაზება გვაქვს, თუმცა ინდივიდუალური მოთხოვნის შემთხვევაში, სრული რემონტის მდგომარეობითაც შეგვიძლია ჩაბარება, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია.

მაგალითად, კვარიათში აპარტამენტები არა მხოლოდ ევრორემონტით, არამედ ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდება.

-26 წელია, ბაზარზე ხართ, რაც ნებისმიერი კომპანიისთვის საკმაოდ დიდი დროა. დააგროვეთ სერიოზული გამოცდილება და განახორციელეთ ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროექტი. ბუნებრივია, ამ დროის განმავლობაში, კომპანია საგრძნობლად განვითარდა. თქვენი შეფასებით, დღეს რას წარმოადგენს „R&R Group-ი“ და რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად ?

-პირველ რიგში, „R&R Group-ი“ პატიოსანი კომპანიაა, რომელსაც არ ჰყავს მშენებლობით დაზარალებული ადამიანები. სასამართლოსთან, პროკურატურასთან, პოლიციასთან ან სხვა უწყებასთან საქმე არასდროს გვქონია. ასე რომ, ჩვენ წინააღმდეგ არაფერი არსებობს. მეტიც, მაცხოვრებლებისთვის დამატებითი მომსახურება საჩუქრად არაერთხელ გაგვიწევია.

-რა გამოგარჩევთ კონკურენტებში?

-ყველაზე მთავარი, რაც სხვებისაგან გამოგვარჩევს, ეს მაღალი ხარისხია. ასევე, გვაქვს იურიდიული ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მყარადაა დაცული როგორც ჩვენი, ასევე კლიენტის მხრიდან, ამიტომ ე.წ. „გადაგდება“ ფიზიკურად გამორიცხულია. მაღალი ხარისხის მიუხედავად, კლიენტებს დაბალ ფასებს ვთავაზობთ. შესაძლებელია, ჩვენი ფასებით ვინმე მუშაობდეს, თუმცა, უფრო იაფად – გამორიცხულია. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი მრავალწლიანი ისტორია, რისი წყალობითაც, მასალის მწარმოებელი კომპანიებისთვის VIP კლიენტები ვართ და მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით ვსარგებლობთ, რაც, ცხადია, ჩვენი მომხმარებლის ჯიბეზე პირდაპირ აისახება.

გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებლები ჩართულები არიან სხვადასხვა აქციაში, რისი წყალობითაც ფინანსური შეღავათის მიღება შეუძლიათ. ხშირად მათ უფასოდ ვუკეთებთ პროექტირებას ყველა საჭირო კვლევასთან ერთად. ასევე, თუ, მაგალითად, თეთრი კარკასის სტანდარტული შეთავაზება თეთრ მეტალოპლასტმასს გულისხმობს, აქციის ფარგლებში, კლიენტს ფერად მეტალოპლასტმასს ვუკეთებთ, რომელიც 20%-ით ძვირი ღირს, თუმცა, ის ამ ნამატს, ცხადია, არ იხდის. ამასთანავე, აქციაში ჩართულ მომხმარებელს ჩვეულებრივ ბეტონის ბლოკს ვუნაცვლებთ პემზის ბლოკით, რომელიც, აგრეთვე, 20%-ით ძვირი ღირს და გაცილებით ენერგოეფექტურია. შედეგად, მობინადრე სამომავლოდ, კომუნალურ გადასახადებში გაცილებით ნაკლებს იხდის.

მიმაჩნია, რომ ჩვენი პლუსია ის ნოვაციებიც, რომლებსაც ადამიანებს ვთავაზობთ. მაგალითად, ბეტონის ფილებით დასხმის, ნაცვლად, შეგვიძლია მათ ახალი, თანამედროვე სინკარებით  მშენებლობა შევთავაზოთ, რაც უფრო ეფექტური, მსუბუქი და სეისმურად მედეგია. გარდა ამისა, შეგვიძლია, რკინის არმატურის მაგივრად, ზუსტად იგივე სიმტკიცის მინაბოჭკოვანი არმატურა გამოვიყენოთ, რომელიც, ასევე, უფრო ეფექტური და შედარებით იაფია.

-ვინ შეიძლება იყოს დღეს თქვენი დამკვეთი და როგორია კომპანიის საფასო პოლიტიკა?

 

-ჩვენი დამკვეთი ნებისმიერი ადამიანია, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობით: მცირე ბიუჯეტით თუ მსხვილი ფინანსური სახსრებით. სულერთია, რა სურს კლიენტს: კორპუსი, კერძო სახლი თუ კომერციული ობიექტი, ჩვენ ყველა ტიპის პროექტზე მუშაობის გამოცდილება გვაქვს.

მაგალითად, სახლების მშენებლობას „R&R Group-ი“ 8 ათასი დოლარიდან იწყებს. პირობითად, 50 კვ.მ. ფართის მქონე 2-ოთახიან კერძო სახლს კარკასულ მდგომარეობაში 8 ათას დოლარად ვაშენებთ. შავი და თეთრი კარკასის მდგომარეობით, ფასი 10 და 12 ათასი დოლარია.

3-ოთახიანი (60 კვ/მ) სახლების მშენებლობას 10 ათასი დოლარიდან ვიწყებთ და მდგომარეობის შესაბამისად, 12 ან 15 ათასი დოლარი ჯდება.

ეს ისეთი შეთავაზებაა, რომელიც მხოლოდ მოსასმენად კი არ არის კარგი, არამედ მომხმარებელი ამას საკუთარ ჯიბეზე გრძნობს, როცა 1-დან 2 თვემდე დროის ინტერვალში ჩვენ მას საკუთარ სახლს ჩავაბარებთ.

-როგორია თქვენი სამშენებლო ფილოსოფია?

-ჩვენ კლიენტს მხოლოდ კედლების აშენებას არ ვთავაზობთ. ჩვენი მიდგომა გაცილებით სიღრმისეულია. ყოველთვის ვცდილობთ სახლის მოწყობას, რა დროსაც ყურადღებას ვაქცევთ სახლის დასავლეთ, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებს: საიდან ამოდის მზე, რომელი მხარე იქნება უფრო თბილი, რომელი იქნება უფრო ნათელი, რომელი აჯობებს საძინებლად, მისაღებ ოთახად, სველ წერტილებად და ა.შ. ვფიქრობთ, რომელი მხარე როგორ დავაპროექტოთ, რათა მაქსიმალურად კომფორტული იყოს არა მხოლოდ ჩვენი მობინადრისთვის, არამედ მეზობელი სახლების მაცხოვრებლებისთვისაც.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთლიანად ვაპროექტებთ ეზოს და ადამიანებს ვეხმარებით, გემოვნებიანად მოაწყონ საკუთარ კარ-მიდამო. ზოგჯერ კლიენტს მოსწონს ორქანობიანი, დახრილი სახურავი და არ მოსწონს ბრტყელი სახურავი, თუმცა შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ მას სწორედ დახრილი სახურავი ვურჩიოთ, რადგან სახლი, პირობითად, ბაკურიანში მდებარეობდეს, სადაც თოვლის სქელი ფენის დაწოლის საშიშროების გამო, სახურავი სწორი არ უნდა იყოს. სადაც ამის საშუალებაა, ბრტყელი სახურავის გაკეთებას ვურჩევთ, რადგან ის წარმოადგენს ვერანდას, რომლის გამოყენებაც დასასვენებლად, განსატვირთად, საქეიფოდ, აუზის განსათავსებლად, რუჯის მისაღებად და სხვა მიზნებითაც შეიძლება.

ჩვენი ფილოსოფიაც ესაა – მომხმარებლის წარმოსახვა რეალობას შევუსაბამოთ და მაქსიმალურად მოვარგოთ მათ სურვილებს. ამაში კი ჩვენი კონსტრუქტორების, არქიტექტორების, დიზაინერებისა და მშენებლების ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი გვეხმარება.

-რა არის თქვენი კომპანიის მთავარი გამოწვევა და რა სიახლის შეთავაზებას გეგმავთ მომხმარებლებისთვის?

-ყველაზე მნიშვნელოვანია, ინოვაციური სტილი შევინარჩუნოთ. ახლახან მოვიფიქრეთ საკმაოდ საინტერესო იდეა, რომელიც დიდ დიღომში თანამედროვე იტალიური ეზოს მოწყობას გულისხმობს. ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იტალიური ეზოს პრინციპით, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებით, გვინდა ავაშენოთ 3 სართულიანი კორპუსი. ეს არ იქნება გათვლილი სოციალურად მაღალ ფენაზე და აქ ბინის შეძენას საშუალო და დაბალი ბიუჯეტის მქონე ადამიანები შეძლებენ – ისინი, ვისაც იტალიური ეზოს თანამედროვე  სტილი მოსწონს და პატარა ბინების შეძენა სურს, რომელთა ფართიც 30, 50 და 70 კვ.მ. იქნება.

-ბატონო რამაზ, თქვენი შეფასებით, რა პრობლემები არსებობს დღევანდელ სამშენებლო ბაზარზე?

-ჩემი აზრით, ბაზარზე დღეს სამი პრობლემაა: პირველი – ხშირია ხარისხისა და ფასისის შეუსაბამობა, რის გამოც მომხმარებელი ზარალდება;

მეორე – ზოგჯერ, გაურკვეველი კომპანიების წარმომადგენლები კლიენტებისგან „ბე“-ს სახით გარკვეულ თანხას იღებენ, ყოველგვარი დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების გარეშე, შემდეგ სადღაც უჩინარდებიან და საბოლოოდ ისევ მომხამრებელი ზარალდება;

მესამე – გარანტიის არარსებობა, ხარისხის და ვარგისიანობის კუთხით, რასაც გამოცდილება და დიდი პასუხისმებლობა სჭირდება.

ჩვენს მიერ წარმოებული მშენებლობის გარანტია ხელშეკრულების საფუძველზეა განმტკიცებული.

-თქვენ რითი ცდილობთ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას?

-გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და გარდა იმ რეპუტაციისა, რომელიც 26-წლიანი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, მომხმარებლის სიმშვიდისთვის ყველაზე უკეთესი საშუალება მაინც სამშენებლო ობიექტზე კამერის დაყენება მგონია, რომლის მეშვეობითაც, მას შეუძლია, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან 24 საათის განმავლობაში ადევნოს თვალი სამუშაო პროცესს. ამ დროს ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებს. ჩვენ ყოველთვის ღია და გახსნილები ვართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები