ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 200 მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენის შედეგია 41,173 წამია. შეჯიბრების გამარჯვებული, ესპანელი ხუან მორენოსი გახდა. ვერცხლის პრიზიორი – ბელარუსი არტიომ კოზირი (40,798), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ლიეტუველი ჰენრიკას ზუსტაუტასი (40,960).

ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი 2018 წელს მოიპოვა, მანამდე კი ორჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები