ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით კანის ფესტივალის ნომინანტთა შორისაა

კანის 74-ე ფესტივალის ნომინანტები დაასახელდა. ნომინანტთა შორისაა ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით. ეს გახლავთ ალექსეი გერმანის სრულმეტრაჟიანი დრამა „საქმე“ (შინაპატიმრობა).

ფილმში  მერაბ ნინიძე რუსეთში მცხოვრები ქართველი მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს და ამის გამო შინაპატიმრობას მიუსჯიან.

„საქმე“ სპეციალურ სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ (Un Certain Regard) დასახელდა, სადაც მასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 18 ფილმია წარმოდგენილი.

წელს კინოფესტივალი 6 ივლისიდან 17 ივლისამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები