აშშ-ში, მერილენდის შტატში ქართული რესტორანი გაიხსნა
მერილენდის ქალაქ რეისტერსტაუნში გაიხსნა ახალი ქართული რესტორანი – Little Georgia, რომელიც სტუმრებს უკვე დღეიდან მიიღებს.
ასევე, რესტორანთან ერთად გაიხსნა მაღაზია, სადაც შესაძლებელია ქართული პროდუქტების შეძენა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ქართული სამზარეულოს პოპულარობა იზრდება და მერილენდის შტატში Little Georgia-ს გახსნა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
რესტორნის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს ამერიკელი მეგობრები და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.