კულტურის ცენტრ “ივერიას” ინიციატივით, ოდესის ქუჩებში ქართული თემატიკის ბილბორდები გამოიფინა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის ოდესა გალამაზდა ბილბორდებითა და სიტილაიტებით ქართულ ტრადიციულ სამოსში შემოსილი ოდესელი ქართველების გამოსახულებით. ეს საინტერესო პროექტი – „ქართული სამოსი“, განხორციელდა ცენტრ “ივერიის” ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს კონსულის, თორნიკე ბერეკაშვილის აქტიური მხარდაჭერით.
“მიზანი და დიდი სურვილი გვქონდა, რომ რაც შეიძლება ბევრ უკრაინელს გაეგო , რომ ჩვენ აღvნიშნავთ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან დღეს. ამავდროულად, გვინდოდა პატივი და სიყვარული გამოგვეხატა ჩვენი ისტორიისადმი, კულტურისადმი და ტრადიციებისადმი. ასეთი სახით ჩვენმა თანამემამულეებმა მიულოცეთ ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე” – ამბობენ ინიციატორები
ბილბორდები ქალაქის ქუჩებში 1 თვის განმავლობაში დარჩება