ბულგარეთში, მე-11 საუკუნის ტაძარში, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აღევლინა
ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ბულგარეთში ქართულ დიასპორასთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საპატიო კონსულ იული ნიუშევთან ერთად, სიმბოლურ ადგილას – ბაჩკოვოს მონასტერში, რომელიც აგებულია მე-11 საუკუნეში, ქართველი ძმების ბაკურიანების მიერ.
მონასტრის წინამძღვარმა მამა სიონიმ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღავლინა, წირვის შემდეგ, მონასტრის ტერიტორიაზევე შედგა ქართული ტრაპეზი.
ელჩმა თამარ ლილუაშვილმა, მონასტრის წინამძღვარს მამა სიონის უსახსოვრა იესო ქრისტეს ხატი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იქნა ჩამოტანილი საქართველოდან.