მსოფლიო თასის ჰიბრიდული გათამაშების დასკვნით ეტაპზე 2 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს

მსოფლიო თასის ჰიბრიდული გათამაშების დასკვნით ეტაპზე 2 ქართველმა მოჭადრაკემ –  ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ მოიპოვა საგზური.

მსოფლიოს ყველა კონტინენტალური ტურნირის საუკეთესო 36 მონაწილე ერთმანეთს დღეს შეეჯიბრება.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება.

შეჯიბრის პირველ ტურში ქართველი დიდოსტატები შავი ფიგურებით ითამაშებენ: ბაადურ ჯობავას მეტოქე ანტონ გილერმო დავიდი (ესპანეთი;2673) იქნება, ხოლო ლუკა პაიჭაძის ალექსანდრ მოტილიოვი (რუსეთი;2641)

ევროპის  ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, 24 მაისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები