ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
ამ ეტაპზე, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.