„ქართული ღვინის წარმატება „International Rosé Championship 2021“- ზე

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში „International Rosé Championship 2021“ ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.

ოქროს მედალი მიიღო ღვინომ: „თავკვერი როზე, 2020“, (მარანი „ლავინა“), ხოლო ვერცხლის მედალი – „ალადასტური როზე მშრალი 2020“ (დავით ლელაძის საოჯახო მეურნეობა).

„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ჟიურის  ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის  12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სულ კონკურსში  21  ქვეყნის 260 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები