აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინდეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გაიმართა. მასში 60-მდე ადგილობრივი სომელიე, ღვინის მწერალი და იმპორტიორი, ასევე, ქართველი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.
ონლაინ ღონისძიებას ,,Marq Energie Consulting’’-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) და ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდნენ. სემინარის მონაწილეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით ბაქრაძე მიესალმა.
ორსაათიანი ონლაინ დეგუსტაციის განმავლობაში, ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ წინასწარ გაგზავნილი დასავლეთ საქართველოს ის ღვინოები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აშშ-ის ბაზარზე. დეგუსტაციაზე აქცენტი სწორედ დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ღვინოებსა და ღვინის მარნებზე გაკეთდა. დეგუსტაციის პარალელურად, მონაწილეები ქართულ ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები