APIO 2021- ზე ქართველმა მოსწავლეებმა 4 მედალი მოიპოვეს

გუშინ დასრულდა აზიის მოსწავლეთა პირველობა ინფორმატიკაში API O2021. შეჯიბრში 35 ქვეყნის 845 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის 19 მოსწავლე საქართველოდან.

თითო ქვეყნიდან საბოლოო შედეგებში გათვალისწინებული იყო 6 საუკეთესო შედეგი და მედლების განაწილება ამ შედეგების მიხედვით ხდებოდა.

ქართველმა მოსწავლეებმა 4 მედალი მოიპოვეს: ლუკა მოსიაშვილმა – ვერცხლი, ხოლო ნიკა თამლიანმა, გიორგი ჩხაიძემ და ქეთა ციმაკურიძემ – ბრინჯაო. ოთხივე მოსწავლე კომაროველია და პარალელურად “მზიურშიც” მეცადინეობს.

“შეიძლება ბოლო წლების ხმაურიან წარმატებებთან შედარებით ეს შედეგი მოკრძალებულად გამოიყურება, შარშან იმავე ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი ავიღეთ, მაგრამ წელს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია, არცერთი პრიზიორი დამამთავრებელ კლასში არ სწავლობს და წინ მათ კიდევ მრავალი შეჯიბრი ელით. მათ შორის ერთ თვეში მსოფლიო ოლიმპიადაა.“  – წერს სოციალურ ქსელში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები