მერაბ კოსტავას ხელნაწერის მიხედვით ახალი შრიფტი შეიქმნა

მერაბ კოსტავას ხელნაწერების საფუძველზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ხელნაწერი შრიფტი შექმნა . შრიფტის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/1neEr1u.
პროექტი, რომლის ავტორია კომპანია ჯეპრა • Gepra, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს – ეძღვნება.
 მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის აღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები