5 წლის მათე გიორგაძე – ყველაზე პატარა რეინჯერი
დაცული ტერიტორიების მეგობრები კარგად იცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების ყველაზე ნორჩ რეინჯერს – 5 წლის მათე გიორგაძეს.
მათე 3 წლის იყო, როდესაც მამას პირველად გაყვა ტყეში და იმ დღესვე გადაწყვიტა მამასავით რეინჯერი გამხდარიყო. ჭოგრიტით ყურებისას შველი, ტურა და გარეული კატა რომ დაინახა, მისი სიყვარული ბუნების მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდა და დღეს, ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობისას, მათეს როცა შეხვდებით, ის გაგეცნობათ და სიამაყით გეტყვით, რომ მისი მამა რეინჯერია და თვითონაც რეინჯერი უნდა გამოვიდეს. საუბრისას მათე აუცილებლად გაგაფრთხილებთ, რომ ბუნებას უნდა მოვუაროთ და გარემო არ უნდა დავანაგვიანოთ.
საქართველოს ეროვნული პარკები ვუერთდებით ევროპის ეროვნულ პარკებს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად კამპანიით “ევროპული პარკების კვირეული”.