,,ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ჩემს ქვეყანას გამოვადგე“ – ქართველი ბარიტონის გრანდიოზული პროექტები და მზადება გალაკონცერტისთვის

ვიდეობლოგის სტუმარი აშშ-ში მოღვაწე, ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძეა. ის საქველმოქმედო ფონდის “მსოფლიო ტალანტები“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მის სახელს უკავშირდება კონკურსი “გზა კარნეგი ჰოლისკენ“, და  ასევე ცოტა ხნის წინ, “დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემიაც“ დაარსა.

ინტერვიუში ის საუბრობს იმ დიდ სიახლეებზე, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტის შესახებ, რომელიც 28 მაისს ფილადელფიაში ემიგრანტი ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართება.

 ,,ვემზადებით კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტისთვის, რომელიც ზაფხულის ბოლოს განხორციელდება. ფილადელფიაში გაიხსნება ,,დავით ღვინიანიძის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი”. ის აერთიანებს 2000 კაციან დარბაზს, 200 მანქანის საპარკინგე ადგილს და 14 აკრზე გაშენებულ ბაღს. ეს იქნება ბოჰემური თავშეყრის ცენტრი ხელოვანებისთვის. მსგავსი ცენტრები გაიხსნება ბოსტონში,  ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკსა და მაიამიში“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას დავით ღვინიანიძე.

2021 წელს პენსილვანიაში დაარსდა ,,დავით ღვინიანიძის სახელობის  ვოკალური აკადემია”. გაიგეთ როგორ ტარდება მის მიერ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაკვეთილები, რა გეგმები აქვს საქართველოსთან კავშირში და როგორ აპირებს მომღერალი ნიჭიერი ბავშვების დახმარებას (დავით ღვინიანიძე ცნობილი მომღერლის ალექსანდრე ზაზარაშვილის პროდიუსერია, უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს საქართველოსთვის და ეხმარება კარიერულ წინსვლაში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს).

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები