თბილისში ჭადრაკის სასახლეში ევროპის ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი იწყება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, 24 მაისიდან, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში,  ევროპის ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი დაიწყება.

შესარჩევი ტურნირი გაიმართება ოლიმპიური სისტემით – ორი სტანდარტული პარტია და ტაი-ბრეიქი საჭიროების შემთხვევაში.

საუკეთესო 36 მონაწილის გამოვლენის შემდეგ, ფინალი შვეიცარიული სიტემით 9 ტურად გაიმართება.

საქართველოს სახელით იასპარეზებენ:

1.ბაადურ ჯობავა (2603);

2.მერაბ გაგუნაშვილი (2584);

3.მიხეილ მჭედლიშვილი (2570);

4.ლუკა პაიჭაძე (2565);

5.ლევან ფანცულაია (2553);

6.გიგა ყუფარაძე (2463);

7.ნიკოლოზ კაჭარავა (2443);

8.მერი არაბიძე (2436);

9.ნოდარ ლორთქიფანიძე (2430);

10.ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2424).

ტურნირში მონაწილეობისთვის სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

  • მონაწილე უნდა ჩანდეს კომპიუტერის ან პანორამული კამერით;
  • ყველა სათამაშო სივრცეში სავალდებულოა ზუმ ზარები ეკრანის გაზიარებით. მთავარმა მსაჯმა უნდა მიიღოს ზუმ ზარის ჩანაწერი ყველა სათამაშო სივრციდან.

ტურნირი გაიმართება სპეციალურ სერვერზე, რომელიც მხოლოდ ამ ტურნირისთვის იქნება განკუთვნილი.

ასპარეზობა  ფიდეს ანტი-ჩითინგისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით გაიმართება.

36 მონაწილე 2021 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 32 000 ევროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები