ბელა ჩეკურიშვილის პოეტური კრებული გერმანულ ენაზე გამოიცა

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Verlag Das Wunderhorn GmbH მიერ გამოიცა ბელა ჩეკურიშვილის ,,ნანას ცხენი”. წიგნი გერმანულად ნორბერტ ჰუმელტმა თარგმნა.
„ნანას ცხენი“ ბელა ჩეკურიშვილის მეხუთე პოეტური კრებულია ქართულ ენაზე.
წიგნის გამჭოლი კონცეპტუალური ხაზი, ღერძი, რომელზეც მისი ოთხივე ნაწილი იკინძება, ასეთია: ეს არის პოეტური ნატურის პიროვნების სვლა ავტორიტარული ოჯახური გარემოდან – გარე, ტოტალიტარული სოციალური სივრცისაკენ, შემდგომ ამ სივრციდან გადანაცვლება თავისუფალ, ევროპულად დემოკრატიულ სივრცეში და ამის შემდგომ, ადრეული ბავშვობიდან მთელი ზრდასრულობის გავლით, საკუთარი წარსულის ხელახალი წაკითხვა ახალი ღირებულებითი სისტემის, აღქმისა და შემეცნების ახლებურ პირობებში,“ – ნინო დარბაისელი სტრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები