ლევან ფანცულაია Titled Tuesday Blitz – ის გამარჯვებული გახდა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ფანცულაია საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის – Titled Tuesday Blitz-ის გამარჯვებულია.

ლევანი მესამე ქართველი მოჭადრაკეა, ბაადურ ჯობავასა და გიგა ყუფარაძის შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა chess.com-ზე გამართული ტურნირი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფანცულაიამ მე-9 ტურში  სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.

საერთაშორისო ონლაინ ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 72 ქვეყნის 697 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები