გიორგი გაგნიძის წარმატებული პრემიერა ნეაპოლის საოპერო თეატრში
ნეაპოლის საოპერო თეატრში, სან კარლოში ვერდის “ტრავიატას’’ პრემიერა შედგა, სადაც ჟორჟ ჟერმონის პარტიას, ცნობილ ქართველ ბარიტონი, გიორგი გაგნიძე ასრულებდა.
‘’ამ განსაკუთრებულ ინტიმურ ვერსიაში მამა ჟერმონის (გიორგი გაგნიძე) ფიგურა, კიდევ უფრო მეტ სიღრმეს იძენს, გამოირჩევა რა იერარქიულობით, მაგრამ ამავე დროს, ნამდვილი მამობრივი გრძნობებით, რომელსაც შეუძლია გააცნობიეროს მიყენებული ტკივილი. მისი არია “Di Provenza il mar, il sol” სიმშვიდის ნამდვილი ოაზისია უკვე გახელებული ვნებების აურზაურში და ბრწყინვალედ არის შესრულებული ქართული ბარიტონის მიერ.” – ასე აფასებენ კრიტიკოსები სან კარლოში ვერდის “ტრავიატას’’ წარმატებული პრემიერის შემდეგ, ქართველ ბარიტონს, გიორგი გაგნიძეს, რომელიც ჟორჟ ჟერმონის პარტიას კიდევ რამდენიმე სპექტაკლში შეასრულებს.
სპექტაკლები მაყურებლის თანდასწრებით 18, 20- ს გაიმართა და მისი ნახვა კიდევ 22 და 23 მაისსაა შესაძლებელი.