ანიმაცია ხელით გამოძერწილი ფიგურებით და მინიატურული სამყარო, რომელიც საერთაშორისო ფესტივალებს იპყრობს

ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“ გაიცანით ავსტრიაში, ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი და ნახეთ საოცარი ანიმაცია ხელით გამოძერწილი ფიგურებით. როგორ ქმნის პლასტილინისგან ბადრი სხირტლაძე ანიმაციურ ფილმებს და როგორ მოიპოვა მისმა ნამუშევრებმა აღიარება საერთაშორისო ფესტივალებზე.

ე.წ. stop-motion ანიმაციური ფილმების შექმნა ბადრისთვის წლებია გატაცებიდან პროფესიად იქცა. ის ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის, კინოსა და თეატრის მხატვრობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მისმა ნამუშევრებმა ,,მეთოჯინე”  და ,,მწვანე გასაღები” საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვეს (2018 წლის საუკეთესო თოჯინური ანიმაცია ავსტრიაში; საუკეთესო ფილმის მხატვრობა; 2019 წლის ავსტრიის საუკეთესო ფილმის ნომინაცია).

როგორ იპოვა პროფესიით დანტისტმა საყვარელი საქმე და საკუთარი თავი, როგორ ძერწავს გმირებს მინიატურულ სამყაროში – ნახეთ ვიდეობლოგი.

,,ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევაა შეიცნო საკუთარი თავი, შედგე პიროვნებად და ადამიანად, საყვარელ საქმეს ემსახურო ღირსეულად და იყო ბოლომდე მისი ერთგული“ – ამბობს ინტერვიუში ბადრი სხირტლაძე.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები