ალიკანტეს დიასპორამ ორი დღესასწაული ერთად აღნიშნა
ალიკანტეს დიასპორამ ორი დღესასწაული – “საქართველოს სამოსის დღე” და „ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე” ერთ ფორმატში აღნიშნა.
„ეროვნული სამოსი ჩვენი იდენტობაა, წარსული და კულტურა. მეტადრე დიდი მნიშვნელობა აქვს მას უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვებისთვის, მათი აგრერიგად შორეული და ამავე დროს, ახლობელი სამშობლოს კარგად გასაცნობად, მისი წარსულის, კულტურისა და ზნე–ჩვეულებების შესასწავლად, მამულის სიყვარულის განსამტკიცებლად და მისთვის თავდადებული შრომისთვის მზად საყოფად.
ამგვარ ღონისძიებებს ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვართ საერთო ევროპული ოჯახი და კარგად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთის ისტორიას, კულტურასა და გამოცდილებას.“ – ნათქვამია Cultura Diaspora Georgiana – ს განცხადებაში.