თუ თქვენ ინგლისში ცხოვრობთ…

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თუ თქვენ ცხოვრობთ ინგლისში და გაკეთებული გაქვთ კოვიდ-19 საწინააღმდეგო აცრის სრული კურსი (2 დოზა), შეგიძლიათ ვაქცინაციის სტატუსის დადასტურება (მათ შორის მოგზაურობის მიზნით) სპეციალური აპლიკაციის NHS App საშუალებით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია მობილურ მოწყობილობებზე (სმარტფონი ან ტაბლეტი).

„თუ არ გაქვთ წვდომა მობილურ მოწყობილობებთან, შეგიძლიათ დარეკოთ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) ცხელ ხაზზე – 119 და მოითხოვოთ შესაბამისი წერილის გამოგზავნა თქვენს მისამართზე.

გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინაციის სრული კურსის დასრულებიდან გასული უნდა იყოს 5 დღე, ხოლო წერილის მიღებას დაჭირდება 5 დღე.

არ დაუკავშირდეთ თქვენი ზოგადი პრაქტიკის (GP) ექიმს. ის არ გასცემს კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები