შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 16 მაისს, საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუა ეწვია ნავპლიოს და  შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, მათ შორის, არგოლიდელ ქართველთა სათვისტომო “საქართველოს” თავმჯდომარეს, ანა კეკელიძეს და სათვისტომოს უხუცეს წევრს, გიორგი გოგუას.

ელჩმა თანამემამულეებს მიულოცა  მოახლოებული ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნის 30 წლისთავი.

მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე აქტუალური პროცესები. ისაუბრეს არგოლიდელ ქართველთა საჭირბოროტო საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები