ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ანახლებს. რეისები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შემდეგი განრიგით შესრულდება:
- რიადი – თბილისი – რიადი, 19 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
- ჯედა – თბილისი – ჯედა, 17 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
- დამამი – თბილისი – დამამი, 17 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
- რიადი – ბათუმი – რიადი, 17 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
- ჯედა – ბათუმი – ჯედა, 18 მაისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
- დამამი – ბათუმი – დამამი, 18 მაისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
„ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა. ავიაკომპანია “Flynas”-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.