ქართული თაფლი ლონდონის საერთაშორისო თაფლის კონკურსში მონაწილეობს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიები პირველად იღებენ მონაწილეობას ლონდონის საერთაშორისო თაფლის კონკურსში – “London International Honey Awards 2021”. სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობას შემდეგი კომპანიები იღებენ – “ნენა”, “რუხი დედოფალი”, “ირინოლა და თაფლის კომპანია” და კოოპერატივი “კოდია”. კონკურსის შედეგები 17-18 მაისს გახდება ცნობილი.
LIHA ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთვარი კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე მეწარმებიისა და მათ მიერ წარმოებული ბიოპროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები