ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ მონაწილეთა სია ცნობილია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ ფარგლებში განაცხადების წარმოდგენა 1 მაისს დასრულდა.

ქართული ლიტერატურული ინიციატივის ინფორმაციით, ჟიურის გადაწყვეტილებით,  33 გამოცემა შეირჩა.

3 სექტემბერს ჟიური წარმოადგენს პრემიის მოკლე ნუსხას, ხოლო 3 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული.

ლიტერატურული პრემია შეადგენს 8000 ლარს.

ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრები არიან: ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი), ნათია მიქელაძე (მთარგმნელი), ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურათმცოდნე), მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“  გრძელი სია ასეთია:

  • გამომცემლობა “არტანუჯი”:

– მერმისის ჭაღარა მთვარეები – გელა ჩარკვიანი – 2019

– თუ საჭიროა, გათქმევინებთ – შორენა ლებანიძე – 2019

– ჩემი ფანჯრებიდან – გიორგი ლობჟანიძე – 2020

– ამაღლების ქუჩა – იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე) – 2021

– ცხოვრება ორ სამყაროში. გრიგოლ რობაქიძე – ნუგეშა გაგნიძე – 2021

  • გამომცემლობა “დიოგენე”:

– ფერფლი – თამარ ბართაია – 2020

  • გამომცემლობა “ინდიგო”:

– ენიკი ბენიკი – ლადო ფოჩხუა – 2020

  • გამომცემლობა “ინტელექტი”:

– ქელეხი, ქორწილი – ირაკლი სამსონაძე – 2019

– სადგურებს შორის – ნატო ინგოროყვა – 2019

– 38,44 – ნესტან ნენე კვინიკაძე – 2019

– ნაგერალა 80 – გელა ჩარკვიანი – 2019

– Adios Dostoyevsky – ზაალ სამადაშვილი – 2019

– მონოლოგი სარწეველა სკამიდან – ზაზა გაბუნია – 2019

– ბუნკერი – ივა ფეზუაშვილი – 2020

– დედაჩემმა მითხრა, რომ – კატო ჯავახიშვილი – 2020

– მორალი – ლაშა ბუღაძე – 2020

– ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი – ჯაბა ზარქუა – 2020

– დიალოგები გია ყანჩელთან – ნატალია ზეიფასი – 2020

– ეჰ, ბესარიონ – ბესიკ ხარანაული – 2020

– გამშვები პუნქტი – ირაკლი შამათავა – 2020

– ჩიტი არ გამოფრინდება – თეონა დოლენჯაშვილი – 2021

– დაბადების დღე – ნინო სადღობელაშვილი – 2021

– თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები, ანუ დეშთი ყიფჩაღი – ბექა ქურხული – 2021

– ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს – ბესიკ ხარანაული – 2021

  • “ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო”:

– სად არის ანდრეიკა?! – კატო ჯავახიშვილი – 2020

  • გამომცემლობა “პალიტრა L”:

– ჩაინა კონტრასტებიდან – ნიკოლას მაჩაბელი – 2019

  • გამომცემლობა “საუნჯე”

– მე დავრგავ მანდარინს – ელისო ჯანაშია – 2021

  • “სულაკაურის გამომცემლობა”

– მიბრუნება – მიხეილ იოჰანი – 2019

– ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა – ბესო სოლომონაშვილი – 2019

– კანიბალიადა – მიშა ბახსოლიანი – 2019

– მივიწყებულნი – მათე სარალიშვილი – 2021

– შინ შენ – ეკატერინე ტოგოიძე – 2021

  • გამომცემლობა “წიგნიერი”

– თორმეტი ხიდი – დანი ადამელია – 2020

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები