კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს საელჩოსგან
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო მორიგ მიმართვას ავრცელებს:
„მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
ამგვარი სმს- ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან.
დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები.
მშვიდობიან დღეს გისურვებთ.“ – ნათქვამია საელჩოს მიმართვაში.