შოთიკო აფციაურის “უწყლო ცურვა” Window Project-ში
Window Project-ი შოთიკო აფციაურის პერსონალურ გამოფენას “უწყლო ცურვა” წარმოგიდგენთ. გამოფენა 15 მაისს გაიხსნება და მისი დათვალიერება მსურველებს 30 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
საინტერესოა რა ემართება ადამიანს, როდესაც მას ფუნქციონირება ისეთ გარემოში უწევს, როცა გარშემო ყველაფერი პირვანდელ სახეს და შინაარსს კარგავს? როგორ ახდენს ის ცვალებად გარემოსთან, ლოქდაუნებთან, კარანტინთან და სხვადასხვა ცვლილებებთან ადაპტაციას?
“უწყლო ცურვა” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უფუნქციო აუზების კვლევაზე დაფუძნებული ნამუშევარია, რომელიც წყლის გარეშე ცურვის ნოსტალგიურ, პოეტურ იმპულსებს თვითირონიული და დრამატული გზებით აცოცხლებს.