საქართველოს საელჩომ გერმანიაში ონლაინგამოფენისათვის ნამუშევრების მიღება დაიწყო
საქართველოს საელჩო გერმანიაში 26 მაისს გეგმავს გერმანიაში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეების ნახატების ონლაინგამოფენას.
გამოფენის თემატიკა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა ნახატების დასკანერებული ვერსიები უნდა მიაწოდოთ გერმანიაში საქართველოს საელჩოს 20 მაისამდე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: events.berlin.emb@mfa.gov.ge ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი, გვარი და ასაკი.
აღნიშნული გამოფენა ონლაინ ფორმატში გაზიარდება 26 მაისს საელჩოს facebook გვერდზე