„ეკოსითი“ ბაკურიანში – „მეტი დეველოპმენტი“ სამშნებლო არეალს აფართოებს

სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია, მმართველ გუნდთან ერთად, დაბა ბაკურიანს ესტუმრა.

ვიზიტის მიზანი იმ ტერიტორიის მონახულება იყო, სადაც კომპანია უახლოეს პერიოდში საცხოვრებელი კორპუსის სარეკრეაციო ზონის უზრუნველყოფით აშენებას გეგმავს.

კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი მიმართულების კამპანიებში.

სწორედ ამ მიზნით,  დაბა ბაკურიანის ოფიციალური წარმომადგენლების მხარდაჭერით, 15 მრავალშვილიან ოჯახს პანდემიის პირობებში საჭირო საკვები პროდუქტების ნაკრები გადაეცათ, ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებულ სამშენებლო ლოკაციაზე სიმბოლურად გამწვანების აქცია – უნიკალური კანადური ჯიშის ნაძვის ხეების დარგვა განხორციელდა.

კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ უკვე სამი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ დრომდე, მისი ოპერირების არეალს მხოლოდ ქ. თბილისი წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანი პირველი რაიონია, რომლითაც  კომპანია რეგიონებში სამშენებლო არეალის გაფართოებას გეგმავს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სახის აქტივობებით რაიონის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები